ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ ისევ გამეორებით, გადავხედეთ ძირითად საკითხებს, რომლებსაც შევეხეთ ჩვენი მეცადინეობების დროს, ყველაფერზე მივიღეთ კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები. შემდეგ მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია, ყველამ მოკლედ ისაუბრა თავისი პროექტის შესახებ და ყველა პროექტი იყო საინტერესო. შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგებში, გავეცანით გაჯეტების სახეებს და პრაქტიკულად გავაკეთეთ ყველაფერი.
ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი ყველაზე საინტერესოა, რაც კი ოდესმე მომისმენია.ეს პროექტი დამეხმარება ჩემი შემდგომი მუშაობის უფრო შინაარსიანად და ეფექტურად წარმართვაში, გავეცანი ჩემს კოლეგებს სხვადასხვა სკოლებიდან, რომლებთან ერთადაც ხშირად ვმსჯელობდით პროექტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მასწავლებელთა სახლს ამ ტრენინგისათვის და განსაკუთრებით კი ქალბატონ ქეთევანს ასეთი საინტერესო და მრავლისმომცემი სამუშაოს ჩატარებისათვის. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში!
Saturday, April 2, 2016
Sunday, March 27, 2016
ტრენინგის მერვე დღე
გავიმეორეთ განვლილი მასალა, სასწავლო გეგმაში თვალი გადავავლეთ
ჩვენს
მიერ
შემუშავებულ სასწავლო პროცედურებს და შევიტანეთ შესწორებები
და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
დავამუშავეთ მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. აქტივობა
1:ფასილიტაციის რესურსების შექმნა. ამ მოდულით ვისწავლეთ, როგორ მივცეთ მოსწავლეებს მიმართულება პროექტში მუშაობისას 21ე საუკუნის
უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.
შევქმენით ფასილიტაციის სლაიდი, რომელსაცშემდგომში მოვუმზადებთ მოსწავლეებს.
დოკუმენტებს მივანიჭეთ სახელები. ასევე ვისწავლეთ drive-ში მუშაობა, სადაც ავტვირთეთ
ჩვენი
საქაღალდე.
Saturday, March 26, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
დასაწყისში გავიმეორეთ წინა მასალა. გავხსენით ჩვენი საქაღალდე და დეტალურად გადავამოწმეთ ჩვენი ნამუშევარი. საჭიროების მიხედვით მოვახდინეთ კორექტირება და შევინახეთ შესწორებული მასალა.
გავარჩიეთ მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის.
დავამუშავეთ აქტივობა 1: ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. Word-ის ფურცელში დავწერეთ მოსწავლეზე ორიენტირებული დავალებები დონეების მიხედვით.
სასწავლო პროექტის გეგმაში დაწვრილებით დავწერეთ სასწავლო პროცედურები ეტაპობრივად და შენახული მასალა გადავიგზავნეთ საკუთარ ელ. მისამართზე.
როგორც ყოველთვის, კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით. უღრმესი მადლობა
გავარჩიეთ მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის.
დავამუშავეთ აქტივობა 1: ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. Word-ის ფურცელში დავწერეთ მოსწავლეზე ორიენტირებული დავალებები დონეების მიხედვით.
სასწავლო პროექტის გეგმაში დაწვრილებით დავწერეთ სასწავლო პროცედურები ეტაპობრივად და შენახული მასალა გადავიგზავნეთ საკუთარ ელ. მისამართზე.
როგორც ყოველთვის, კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით. უღრმესი მადლობა
Sunday, March 20, 2016
პროექტის მეექვსე დღე
პროექტის მეექვსე დღე დავიწყეთ ნასწავლის გამეორებით, მოვახდინეთ მოსწავლის პროექტის პრეზენტაცია, გადავხედეთ გეგმებს და განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობის ეტაპები, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და გადავიტანეთ სასურველი რუბრიკები ჩვენს საქაღალდეში.
Saturday, March 19, 2016
მეხუთე დღე
მეხუთე დღე ჩვეულებრივ დავიწყეთ წინა ტრენინგებზე ნასწავლის გამეორებით, გავეცანით საავტორო უფლებებსა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს, ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე, განსაკუთრებით დავინტერესდი და მომეწონა მოსწავლის ბლოგში მუშაობა და გაჯეტების გაცნობა. ვფიქრობ, ეს ყველაზე საინტერეოს და შინაარსიანი ტრენინგი იყო.
Sunday, March 13, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
Saturday, March 12, 2016
მესამე დღე
Sunday, March 6, 2016
ტრენინგის მეორე დღე
მეორე დღე საინტერესოდ დაიწყო, ყველამ ისაუბრა თავისი დავალება-პროექტის შესახებ, ვიმსჯელეთ ამ პროექტების შესახებ და მივეცით ერთმანეთს საინტერესო რჩევები, შემდეგ გავიმეორეთ წინა დღეს განხილული მასალა, გავიმეორეთ და გავეცანით word-ის ინსტრუმენტებს, შემდეგ ტრენერმა დაწვრილებით აგვიხსნა ბუკლეტის დამზადების ხერხები, რაც შემდეგ დამოუკიდებლად შევასრულეთ და გავაგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ მისამართზე.
Saturday, March 5, 2016
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანით ტრენინგის მონაწილეებს, ინტელის ძირითად კურსს, გზამკვლევს, შევქმენი პორტფოლიოს საქაღალდე, გავეცანი და შევინახე კურსის რესურსები, განვიხილეთ პროექტი და შევქმენი ბლოგი.
Subscribe to:
Posts (Atom)