Saturday, April 2, 2016

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ ისევ გამეორებით, გადავხედეთ ძირითად საკითხებს, რომლებსაც შევეხეთ ჩვენი მეცადინეობების დროს,  ყველაფერზე მივიღეთ კომპეტენტური და ამომწურავი პასუხები. შემდეგ  მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია, ყველამ მოკლედ ისაუბრა თავისი პროექტის შესახებ და ყველა პროექტი იყო საინტერესო. შემდეგ ვიმუშავეთ  ბლოგებში, გავეცანით გაჯეტების  სახეებს და პრაქტიკულად გავაკეთეთ ყველაფერი.
 ვფიქრობ, რომ ეს ტრენინგი ყველაზე საინტერესოა, რაც კი ოდესმე მომისმენია.ეს პროექტი დამეხმარება ჩემი შემდგომი მუშაობის უფრო შინაარსიანად და ეფექტურად წარმართვაში, გავეცანი ჩემს კოლეგებს სხვადასხვა სკოლებიდან, რომლებთან ერთადაც ხშირად ვმსჯელობდით პროექტთან დაკავშირებით. დიდი მადლობა   მასწავლებელთა სახლს ამ ტრენინგისათვის  და განსაკუთრებით კი ქალბატონ ქეთევანს ასეთი საინტერესო და მრავლისმომცემი სამუშაოს ჩატარებისათვის. გისურვებთ შემდგომ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში!

Sunday, March 27, 2016

ტრენინგის მერვე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა,  სასწავლო გეგმაში თვალი გადავავლეთ  ჩვენს  მიერ შემუშავებულ  სასწავლო პროცედურებს და შევიტანეთ  შესწორებები და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში.
დავამუშავეთ მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიებითაქტივობა
 1:ფასილიტაციის რესურსების შექმნაამ მოდულით ვისწავლეთროგორ  მივცეთ მოსწავლეებს მიმართულება პროექტში მუშაობისას 21 საუკუნის  უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.
შევქმენით ფასილიტაციის სლაიდირომელსაცშემდგომში  მოვუმზადებთ მოსწავლეებს.

დოკუმენტებს მივანიჭეთ სახელები. ასევე ვისწავლეთ drive-ში მუშაობა, სადაც ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე

Saturday, March 26, 2016

ტრენინგის მეშვიდე დღე

 დასაწყისში გავიმეორეთ წინა მასალა. გავხსენით ჩვენი საქაღალდე და დეტალურად გადავამოწმეთ ჩვენი ნამუშევარი. საჭიროების მიხედვით მოვახდინეთ კორექტირება და შევინახეთ შესწორებული მასალა.
   გავარჩიეთ მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის.
   დავამუშავეთ აქტივობა 1: ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება. Word-ის ფურცელში დავწერეთ მოსწავლეზე ორიენტირებული დავალებები დონეების მიხედვით.
   სასწავლო პროექტის გეგმაში დაწვრილებით დავწერეთ სასწავლო პროცედურები ეტაპობრივად და შენახული მასალა გადავიგზავნეთ საკუთარ ელ. მისამართზე.
   როგორც ყოველთვის, კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით. უღრმესი მადლობა

Sunday, March 20, 2016

პროექტის მეექვსე დღე

პროექტის მეექვსე დღე დავიწყეთ ნასწავლის გამეორებით, მოვახდინეთ მოსწავლის პროექტის პრეზენტაცია, გადავხედეთ გეგმებს და განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობის ეტაპები, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები და გადავიტანეთ სასურველი რუბრიკები ჩვენს საქაღალდეში.

Saturday, March 19, 2016

მეხუთე დღე

მეხუთე დღე ჩვეულებრივ დავიწყეთ წინა ტრენინგებზე ნასწავლის გამეორებით, გავეცანით საავტორო უფლებებსა და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს,  ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება ბლოგზე, განსაკუთრებით დავინტერესდი და მომეწონა მოსწავლის ბლოგში მუშაობა და გაჯეტების გაცნობა. ვფიქრობ, ეს ყველაზე საინტერეოს და შინაარსიანი  ტრენინგი იყო.

Sunday, March 13, 2016

ტრენინგის მეოთხე დღე

ჩვენი ტრენინგის მეოთხე დღეც განვლილი მასალის გამეორებით დავიწყეთ, შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხა მეთოდები, გავეცანით დროში გაწერილი შეფასების გეგმას, მოვახდინეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია, ბოლოს კი ვისწავლეთ სურათის ჩასმა, რის დემონსტრირებასაც ახლა გთავაზობთ.
Add caption

Saturday, March 12, 2016

მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგებზე  შესწავლილი მასალის გამეორებით, შემდეგ განვაგრძეთ წინა მეცადინეობებზე დაწყებულ პროექტზე მუშაობა, გავეცანით სტანდარტების დადგენის, მიზნების განსაზღვრისა და მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებს, ჩვენს მიერ არჩეულ პროექტის შაბლონში მოვახდინეთ შესაბამისი ჩანაწერების შეტანა, ამის შემდეგ კი  ჩემს საქაღალდეში შევინახე საჭირო ინფორმაცია.